შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან შეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 30 აპრილი 2024, 18:09

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფ მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე.

ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების საკითხზე და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას.

თავის მხრივ მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მზაობა გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს, იოახიმ შტამპმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მხარეები არაერთი წარმატების მიღწევას შეძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება მიმართულია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორ ბედავთ ისრაელის ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან
უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია
გიორგი ვოლსკი: წარმატებისთვის გულშემატკივრობას დიდი მნიშვნელობა აქვს საპირისპიროდ იმისა, რასაც ჰქვია ფეხბურთელების ყოველდღიური ბულინგი
ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს განაგრძობს
ბექა ოდიშარია „გამჭვირვალობის კანონზე“: ევროკავშირს არავინ გულისხმობს და არ არის მთავარი აქტორი ევროკავშირი, არამც და არამც
არქივი