ნინო ლაცაბიძე: ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი უნიკალური ენითა და ქართული ტრადიციების დაცვით გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 30 აპრილი 2024, 17:31

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ბრიუსელში, ევროპის რეგიონული კომიტეტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ მეცხრე შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერი პანელში, თემაზე - ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების გაფართოების პროცესი, სიტყვით გამოვიდა.

ნინო ლაცაბიძემ სიტყვით გამოსვლისას, რუსთავის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესში, სამთავრობო და საპარლამენტო მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

დღეს ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია ევროკავშირის გზაზე და კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა, ვისაუბრო იმ მუნიციპალურ რეფორმებზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, მოგვცემს შესაძლებლობას გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. დღეს ჩემს ქვეყანას დამტკიცებული აქვს დეცენტრალიზაციის გეგმა. ეს პროცესი მიდის და მუნიციპალიტეტებში სწრაფი ტემპით ვახორციელებთ რეფორმებს, რომ გავაუმჯობესოთ ადგილზე არსებული სერვისები, მზად დავხვდეთ ახალ დელეგირებებს და შევძლოთ მათი ეფექტიანი შესრულება. პირველად, მუნიციპალურ დონეზე, რუსთავში შევქმენით რეფორმების ცენტრი, სადაც ჩვენს გუნდთან ერთად, დავიწყეთ სერვისების ახლებურად გაანალიზება. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ხორციელდება რეფორმები და პროექტები, პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ხალხმა კიდევ უფრო ღირსეულად იცხოვროს. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები ერთად ვაძლიერებთ ქვეყანას, რომლის კურსიც არის ევროპული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი უნიკალური ენითა და ქართული ტრადიციების დაცვით გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
არქივი