ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკურ უმცირესობას: თურმე კარგია ბიძინა ივანიშვილი, როდესაც თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს უანგაროდ ეხმარებოდა რეფორმებში, წინ წაწევაში, მაშინ თურმე მისი ფული წარმომავლობის გარეშე იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 30 აპრილი 2024, 15:19
თურმე, კარგია ბიძინა ივანიშვილი, როდესაც თქვენი ხელისუფლების დროს უანგაროდ საქართველოს ეხმარებოდა რეფორმებში, ეხმარებოდა წინ წაწევაში, ყოველგვარი ანგარების გარეშე, მაშინ თურმე მისი ფული წარმომავლობის გარეშე იყო, მაგრამ როგორც კი ეს ფული და იდეა აგრძელებს საქართველოსთვის შრომას, ბრძოლას, რა თქმა უნდა, ეს ხდება უკვე თქვენთვის მიუღებელი , - ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ საქართველოს ძლიერების წყარო სწორედ სუვერენიტეტია.

„ჩვენ გვაქვს სტრატეგია, ამას ჰქვია სუვერენიტეტი და სტრატეგიული ავტონომია. სუვერენიტეტი ნიშნავს იყო უფრო ძლიერი, უფრო გავლენიანი და უფრო მეტად აკონტროლო საკუთარი ბედი“. ეს სიტყვები გუშინ განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ბატონმა შარლ მიშელმა. აი, ეს არის სუვერენიტეტი რომ იცოდეთ, რისი გაგონებაც გუშინ თქვენ აი ასეთ პანიკაში გაგდებდათ.
დიახ, სწორედ საქართველოს თავისუფლება, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ერის თვითმყოფადობა, მრავალეროვანი, მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური, აი ეს თავისუფლება და ერთობა არის ჩვენი სიძლიერის წყარო. აი, ეს არის ის ხალხი, ვინც გუშინ იდგა რუსთაველზე, პროტესტს აცხადებდა მთავრობასთან ერთად იმ უბედურებაზე, იმ ბულინგზე, იმ წყევლა-კრულვაზე, რასაც ქართველ ერს და ქართველ ხალხს თქვენ ყოველდღიურად, დღესაც ამ დარბაზში, აკადრებთ. რა სახელებითაც მიმართავთ თქვენს თანამოქალაქეებს, ამის წინააღმდეგ იყო ეს ხალხი პროტესტით და მხარს უჭერდა ამ სიტყვებს, რასაც ამბობდა გუშინ ბიძინა ივანიშვილიც, ახალგაზრდაც, ძველგაზრდაც. რაც თქვა იგივე შარლ მიშელმა. სწორედ ეს არის ის, რასაც ფიცავს დღეს ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი, ვისთვისაც იბრძვის ის და სწორედ, არ უნდა ქართველ ჯარისკაცს, რომ ისევ იმ პარანოიამ, ვინც 2008 წელს პარანოიდული მდგომარეობა მოიყვანა საქართველოში, კიდევ ერთხელ მოტრიალდეს და დაბრუნდეს ეს პარანოია.

სწორედ არ უნდა ქართველ ხალხს ის ორმაგი სტანდარტი, რითაც თქვენ გინდათ რომ ხალხი აცხოვროთ. თურმე, კარგია ბიძინა ივანიშვილი, როდესაც თქვენი ხელისუფლების დროს უანგაროდ საქართველოს ეხმარებოდა რეფორმებში, ეხმარებოდა წინ წაწევაში, ყოველგვარი ანგარების გარეშე, მაშინ თურმე მისი ფული წარმომავლობის გარეშე იყო, მაგრამ, როგორც კი ეს ფული და იდეა აგრძელებს საქართველოსთვის შრომას, ბრძოლას, რა თქმა უნდა, ეს ხდება უკვე თქვენთვის მიუღებელი.

ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად, საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი, „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს. საქართველომ გამოიარა ამ წლების განმავლობაში ყველა ის უბედური მახე, რომელიც თქვენ და თქვენმა პატრონებმა დაუგეს საქართველოს.

თუ გინდათ არჩევნების არაღიარებით, ხელოვნურად შემოგდებული ამ „არასამთავრობოთა“ გაყალბებული მაჩვენებლებით, რევოლუციის ტრიგერებით, დაუმთავრებელი შემოგზავნა დივერსანტებისა და პარანოიკებისა საქართველოში, რომელთაც უნდა რევოლუციები გამოეწვიათ აქ, რომელთაც უნდათ უკრაინასთან ერთად აქ ის საშინელება დაგვტყდომოდა ჩვენ, ვინ არის გლობალური ომის პარტია, აი ეს შეკრული წრე არის თავის პუტინით დაწყებული, თავის ამ წამქეზებლებით დამთავრებული. ეს კარგად გაიგეთ და საქართველომ ეს იცის. ისტორიულად იცის ეს და ისტორიულად იცის იმ ხალხმა, რომელიც თქვენ ასე გეზიზღებათ.

გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ჯარს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მის თითოეულ თანამოქალაქეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატიმართა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
შალვა პაპუაშვილი კანონში „მალულად ჩამატებული მუხლების“ შესახებ განცხადებებზე - ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემაა, როცა ადამიანს წერა-კითხვა ეზარება და ბრახაბრუხი ურჩევნია - 2 კვირის წინანდელი ამბავი ახლა აღმოაჩინეთ
შალვა პაპუაშვილი - რაც ლიეტუველი და ესტონელი მინისტრების მხრიდან ვიხილეთ, არის მეგობრობის უარყოფა - ეს მიუღებელი, არაევროპული ქცევაა - ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და არა საბჭოთა კავშირში
კახა კალაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე - მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს - ამ ტონით თავის მოსახლეობას ესაუბროს!
შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა გადავხედოთ გადაწყვეტილებებს და პოზიციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით
არქივი