ირაკლი ჩიქოვანი: თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 30 აპრილი 2024, 12:22

თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას და რეკრუტებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს სამხედრო ფიცი დადეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარი უნდა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს: „ქართული ჯარი, თანამედროვე გამოწვევებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა გახდეს კიდევ უფრო უკეთესად ადაპტირებული ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული, თითოეული სამხედრო კი, უფრო მეტად დაფასებული“.

ირაკლი ჩიქოვანმა სახელმწიფოებრივი მიზნისკენ - საქართველოს დაცვისკენ მიმართულ გზაზე საზოგადოებისა და ჯარის კონსოლიდაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა და, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა. ჩვენი ჯარი, დიდი ოჯახი არის ინდივიდების ერთობა, რომელიც ემსახურება უმაღლეს სახელმწიფოებრივ მიზანს - დაიცვას ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მან.

აღნიშნულ თემებზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გაიმართა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
თბილისში, ოპოზიციის მიტინგზე გამომსვლელი ესტონელი მარგუს ცაჰკნა: ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე როცა გამოდის, ეს არის საბჭოთა ქცევა, ჩვენ გვინდა შესვლა ევროკავშირში და არა საბჭოთა კავშირში
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხის მიმართ აქამდე სანქციებს, როგორც შეზღუდვის ინსტრუმენტს, იყენებდა რუსეთი. თუკი ვინმეს უნდა, რომ რუსული მეთოდებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე, მიიღებს ზუსტად იმ პასუხს, რასაც რუსეთი იღებდა
შალვა პაპუაშვილი ოთხ საგარეო საქმეთა მინისტრზე: ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და იქ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ
არქივი