ცოტნე ივანიშვილი - ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები, ამისთვის ვარ დღევანდელ შეკრებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 29 აპრილი 2024, 18:26

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილი ცოტნე ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობაში მონაწილეობს.

როგორც ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

პარლამენტის წინ 20:00 საათზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული საერთო-სახალხო შეკრება გაიმართება, სლოგანით „მამული, ენა სარწმუნოება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი აქტივისტის უკან რომ „ნაცმოძრაობა“ და კეზერაშვილი არის, მგონი, ეს პირდაპირ ჩანს
მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
ნიკოლოზ სამხარაძე - ეროვნული უსაფრთხოება გამოწვევების წინაშეა, ამიტომ გვინდა, ვიცოდეთ, არასამთავრობოები, რომელთაც სურთ, გადაწყვეტილების მიღების ნაწილი იყვნენ, საიდან ფინანსდებიან
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა - ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან
არქივი