რატი ბრეგაძე: 18 აპრილის წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, ევროპარლამენტის 25 აპრილის რეზოლუციაში კი მოთხოვნილია საზღვარგარეთ მისი გადაყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 29 აპრილი 2024, 18:24

გვაქვს სრულ შეუსაბამობასთან საქმე, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი და ამავე წერილში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო.

„ეს არის თავად მათი წინადადება. ხოლო უკვე 25 აპრილის რეზოლუციის ტექსტში ნახსენები არის და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს ჰუმანიტარული მიზნით და გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. აქ რა თქმა უნდა, გვაქვს სრულ შეუსაბამობასთან საქმე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი რეზოლუციის ამ პუნქტის ტენდენციურობას მოწმობს.

„ეს ყველაფერი ნათლად მოწმობს, რომ რეზოლუციის მინიმუმ ეს პუნქტი არის საკმაოდ ტენდენციური და მოწმობს იმ ფაქტსაც, რომ ევროპარლამენტის წევრებსაც არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია. მეტსაც ვიტყვი - მათზე დიდი გავლენა იქონია როგორც ჩანს, იმ დეზინფორმაციამ, რომელსაც ავრცელებს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძარაობა“. საზოგადოებამ იხილა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულის დედა და მისი კიდევ ერთი მხარდამჭერი იმყოფებიდნენ ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატთან ერთად, რომლებიც მისი აქტიური მხარდამჭერები არიან. ეს რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, ვისი მხარდამჭერები იქნებიან, მაგრამ თავად რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტები გაუმყარებელი და ამას მოწმობს თუნდაც, სააკაშვილის მიერ თავად გაგზავნილი წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ავთანდილ ვარსიმაშვილი: როგორც თეატრის ხელმძღვანელი, ვალდებული ვარ პატივი ვცე როგორც მაყურებელს, ასევე მსახიობებს და ტექნიკურ პერსონალს, არ დავუშვა მხარეებად დაყოფა
ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ფორმატი არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება, ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რესპუბლიკის ნამდვილ ლიდერს, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთისა და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს
თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა
არქივი