მეგობრებო, დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ამას თქვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 29 აპრილი 2024, 16:18

მეგობრებო, დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ამას თქვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

„დღევანდელი მათი კონტრაქცია არის ყველაზე დიდი სირცხვილი, ხელისუფლების სიმხდალის და შიშის გამოხატულება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ თუკი ივანიშვილს და „ოცნებას“ რამის ეშინია, ეს არის ქართველი ხალხის ერთობა. დღეს ისეთი ერთიანია ქართველი ერი, როგორც არასდროს. გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი მაგალითი, როდესაც ასი ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა გულწრფელი პროტესტის გამოსახატად და დღევანდელი აქციით დავინახავთ სხვაობას. დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს. საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს. მეგობრებო, უთხარით უარი რუსულ მარშში მონაწილეობაზე, დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ამას თქვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ კორძაია - არც ერთი ოფიციალურ პირს კომფორტში არ დავტოვებთ
ზაალ ანჯაფარიძე: გახსოვთ როგორ ხტუნავდნენ სიხარულით მავანნი, ლონდონის ბირჟაზე ქართული ბანკების აქციები დაეცაო, მერე ლარის კურსის ოდნავ დავარდნაზე ატეხეს ბოროტი ჟრიამული, ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობა დააპანიკონ
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
„ხალხის ძალა“: ის, რაც რამდენიმე ასეული მომიტინგის თანდასწრებით ოთხი ქვეყნის - ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იკადრეს, ეს იყო ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და მისი სუვერენიტეტის დამცირების მცდელობა
ილია დარჩიაშვილი პრემიერის ანკარაში ვიზიტზე: მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, განხილული იქნება საკითხები, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს
არქივი