„თბილსერვის ჯგუფი“: მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 29 აპრილი 2024, 15:31

„თბილსერვის ჯგუფი“: მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები

თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებს ეხმაურება.

„გაცნობებთ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე. წარწერები გაკეთდა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც კანონდარღვევაა. რაც შეეხება ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავებას, იგი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავენ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე.

მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
ნიკოლოზ სამხარაძე - ეროვნული უსაფრთხოება გამოწვევების წინაშეა, ამიტომ გვინდა, ვიცოდეთ, არასამთავრობოები, რომელთაც სურთ, გადაწყვეტილების მიღების ნაწილი იყვნენ, საიდან ფინანსდებიან
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა - ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან
ნიკო მანაგაძე: ოპოზიციისგან იყო ინიციატივა, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“
არქივი