შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 29 აპრილი 2024, 15:16

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჟან ფრანსუა რაპინი ხელმძღვანელობდა. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები, მათ შორის, კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირები. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა გასულ წელს საფრანგეთში განხორციელებულ მის ნაყოფიერ ვიზიტზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა, ასევე მიმოიხილა რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველო წარმატებით ვითარდება, რაზეც საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს. ჟან ფრანსუა რაპინმა დაადასტურა საქართველოს ევროპული მომავლისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საფრანგეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე გაბრიელიუს ლანდსბერგისზე: მეტი რაღა უნდა გვითხრას, აგვიხსნას და განგვიმარტოს, რომ ჩოქბჯენში უნდა იდგეთ და თქვენი ორ ფეხზე დგომა ნაკლებად გვადარდებსო
დავით ქართველიშვილი: საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის გეგმები კვლავ ძალაშია
შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან, ზუსტად ეს არის არაევროპული ქცევა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც საუბარია ევროპული ღირებულებების დაზიანებაზე, უცხო ქვეყნის მინისტრები რომ ჩამოვიდნენ, ამ ღირებულებებს ზუსტად ესენი აზიანებენ
პაპუაშვილი ჟურნალისტებს - ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით - ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ
არქივი