ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს - სამარცხვინო განცხადებები გაქვთ, ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით - ომის შემდეგ თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 29 აპრილი 2024, 14:21

ქალბატონო ანა, სამარცხვინო განცხადებები გაქვთ. ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით - შემოუძეხით აქ მტერს, ეს ერთი, მეორე, 2008 წელს რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი და გმირ ჯარისკაცებს დააბრალეთ ომის დაწყება, მესამე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ომიდან სამ წელში რუსეთის გაწევრიანებას დაუჭირეთ მხარი, თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარტია „ლელოს“ წევრს, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნაცვლიშვილს საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

ანრი ოხანაშვილის გაღიზიანება ანა ნაცვლიშვილის კითხვამ გამოიწვია, "ჩაითვლება თუ არა უცხოური ინტერესების გატარებად რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება".

"ჩაითვლება თუ არა ამ კანონის მოქმედების სფეროს მიხედვით, რომელსაც პირველი მუხლი არეგულირებს, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად საკუთარი ქვეყნის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მტკიცებულებების მოგროვება“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილი გააფრთხილა, რომ რეგლამენტის კიდევ ერთხელ დარღვევის შემთხვევაში, სხდომათა დარბაზიდან გააძევებდა.

„ქალბატონო ანა, სამარცხვინო განცხადებები გაქვთ. ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით. შემოუძეხით აქ მტერს, ეს ერთი, მეორე, 2008 წელს რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი და გმირ ჯარისკაცებს დააბრალეთ ომის დაწყება, მესამე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ომიდან სამ წელში რუსეთის გაწევრიანებას დაუჭირეთ მხარი, თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს. შემოგხედე და რომ შემოგხედე ამიტომ გეუბნები! მორალურად რა უფლება გაქვთ, რომ საუბრობთ. გაჩუმდით ახლა და მოისმინეთ! დარჩით რეგლამენტის ფარგლებში და თუ არ გნებავთ გაბრძანდით! გაფრთხილებული ხართ, გააგრძელებთ რეგლამენტის დარღვევას და განმეორების შემთხვევაში დატოვებთ დარბაზს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ აფასებს და აცხადებს, რომ მისი მიღება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხოლო მათი რიცხვი, ვისაც ეს არ ესმის, მცირეა და ეს დღეს ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობითაც ჩანდა.
გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და პარლამენტში კი არა, პოლიტიკაშიც არაა მათი ადგილი
ირაკლი ზარქუა: ბოიკოტი კი არა, დატოვონ პარლამენტი – ბოიკოტი რად უნდათ, ხელფასი რომ შეინარჩუნონ? ვის ატყუებენ, ამომრჩეველს?
ვლადიმერ ბოჟაძე: პრეზიდნეტს დღეს გამჭვირვალობის კანონი გადაეცემა - ვეტოს მნიშვნელობიდან გამომდინარე იქნებ ვინმემ მოუყვეს, რომ პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ცოტა უცნაურად გოიმურია მინისტრების პორტფელების განაწილება, არ მგონია, რომ ასე შეიძლება „ნაცების“ საფრთხის განეიტრალება
არქივი