საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! პირიქით მადლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 29 აპრილი 2024, 13:53

ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! პირიქით მადლობა, რომ ამერიკული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს კარგი სარჩელი წარედგინა და ამისთვის იღვწოდნენ! - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების სახელით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრები წარადგინა.

მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ „საქართველოს ინტერესიც ბუნებრივად იყო და ქართული, ამერიკული და ევროპული ინტერესი ერთმანეთს ემთხვეოდა“.

„ძალიან კარგია, რომ საია ოკუპაციასთან დაკავშირებით ადამიანებს საერთაშორისო სარჩელების მომზადებასა და საერთაშორისო სასამართლოებში გაგზავნაში ეხმარებოდა. აქვე გაგახსენებთ, სანამ ჩვენ არ ჩავერიეთ და „ისკანდერის“ ნაწილები არ იქნა მოძებნილი, ინტერესების ლობირებაზე რა პოზიციები გვქონდა... ვიღაცების უნიათობის გამო სარჩელი არ მიიღეს და წარმოება არ მიმდინარეობდა.

საბედნიეროდ, პროცესი საბოლოოდ მოვიგეთ. ძალიან დიდი მადლობა ამ ორგანიზაციებს, რაც მათ იღვაწეს, დიდი მადლობა დონორებს, საიდანაც ეს იყო დაფინანსებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა ოპოზიციასა და "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საზოგადოება ქართული: საქართველო, როგორც უძველესი ტრადიციების მქონე სახელმწიფო, რომელსაც ევროპულ კულტურასთან სწორედ ქრისტიანული ფასეულობები აკავშირებს, უცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი
შალვა პაპუაშვილი - კანონპროექტის განხილვის ორი თვე იყო გაშვებული შანსი, დისკუსიაში შემოსულიყვნენ, ზოგიერთმა აქტორმა იარლიყის მიწებების გზა აირჩია, ვეტო კიდევ ერთი შანსია შინაარსობრივი მსჯელობისთვის
შალვა პაპუაშვილი: ვნახე რამდენიმე საელჩოს მოწოდება, რომ მშვიდობიანი იყოს აქცია და მათ შორის აქციის მონაწილეების და ორგანიზატორების მხრიდანაც უკვე ისმის, რომ მშვიდობიანი აქცია არის მნიშვნელოვანი
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევას აანონსებს, მას პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია
„საზოგადოება ქართული“: ჩვენი საუკეთესო პასუხი ბატონი როთის გამოხტომაზე იქნება 17 მაისს, ქართული ოჯახის დღეს, ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და მოკეთეებისთვის ჩვენი ერთიანობის მძლავრი დემონსტრირება
არქივი