ილია დარჩიაშვილი - ბრიუსელში გვაქვს საიუბილეო ღონისძიება, სადაც წევრი ქვეყნები მასპინძლობენ კანდიდატის სტატუსის მქონე ცხრა ქვეყანას, გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 29 აპრილი 2024, 13:51

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, მონაწილოებას მიიღებს ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავს ეძღვნება.

„20 წლის წინ ევროკავშირის ისტორიაში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაფართოება და ეს იყო ძალიან ძლიერი იმპულსი, რათა ევროკავშირს გაეგრძელებინა ამ მიმართულებით სვლა. დღეს ვიმყოფები ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით. ბელგიის თავმჯდომარეობის პირობებში გვაქვს საიუბილეო ღონისძიება, სადაც წევრი ქვეყნები მასპინძლობენ კანდიდატის სტატუსის მქონე ცხრა ქვეყანას და გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები. როგორც ცნობილია, ევროკავშირი თავად იწყებს შიგნით მსჯელობას მომავალი გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რომ სწორედ კანდიდატი ქვეყნები იღებენ ამ პროცესში მონაწილეობას.

ჩვენ გვექნება სამუშაო შეხვედრაც და საიუბილეო ღონისძიებაც, რომელიც აღნიშნავს 20 წლის წინ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფართოებას, რომელიც მოხდა ევროკავშირის შიგნით. ასევე ჩვენთვის წლევანდელი წელი ასევე გამოირჩევა საიუბილეო თვალსაზრისით. ჩვენ ვზეიმობთ 10 წლისთავს ასოცირების შეთანხმების და 15 წლისთავს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის შექმნის“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე ევროპელ კოლეგებთან.

„ვიზიტის ფარგლებში, ასევე, მექნება შესაძლებლობა, შეხვედრა გავმართო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელიც ამავდრიულად არის კომისარი ღირებულებების და გამჭვირვალობის, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ძალიან ღია და სიღრმისეული დიალოგი.

მექნება შესაძლებლობა, შევხვდე ევროკომისიის პრეზიდეტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, რომელთანაც, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ქვეყანას. იმ პროგრესზე, რეფორმების თვალსაზრისით, რომელიც ქვეყანამ მიიღო და მომავალ აქტივობებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი სრულად იყოს ინფორმირებული ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგზე.

ასევე მექნება შესაძლებლობა, გავმართო ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან, რომლებთანაც, რა თქმა უნდა, ვისაუბრებ, ერთი მხრივ, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე და, მეორე მხრივ, მათ მხარდაჭერაზე ჩვენი შემდგომი ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი: სამართლებრივ ჭრილში მსჯელობას ჩვენ მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე
სალომე ზურაბიშვილი - მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, ეს აქციები არის მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში
დავით მათიკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ არა სანქცირების და ურთიერთობების გაუარესების კუთხით, არამედ დაახლოების კუთხით იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს გამოყენებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში
დავით მათიკაშვილი: ის რომ პრეზიდენტს ფეხქვეშ აქვს ფაქტობრივად გათელილი, როგორც ქვეყნის, ასევე კონსტიტუციის ინტერესები, ცალსახაა
თეთრი სახლის პრესმდივანი - შევხედავთ, რას გააკეთებს საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ის თუ მიიღებს ამ კანონმდებლობას, გვაიძულებს, გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან
არქივი