მამუკა მდინარაძე: „ფარას“ მოქმედების არეალი დღესაც ვრცელდება. დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელიც თურმე აღმოფხვრილი არ არის, თორემ გააუქმებდნენ კანონს მარტო ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მიზნობრიობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 29 აპრილი 2024, 13:13

დღესაც მოქმედებს „ფარას“ კანონი დიდი წარმატებით, ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან პირდაპირი თარგმანი რომ გააკეთა „ხალხის ძალამ“, იმასაც რუსული კანონი დაუძახეთ, გასაგებია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ფარას“ მოქმედების არეალი დღესაც ვრცელდება და დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელი გამოწვევაც თურმე აღმოფხვრილი არ არის, თორემ მაშინ გააუქმებდნენ კანონს მარტო ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მისი მიზნობრიობა.

„ბატონმა ვაშაძემ, რომელიც გაძევებულია, დაიწყო საუბარი რაღაც უნგრეთის მაგალითებზე და რატომ ცრუობთო. თვითონ იცრუა, რადგან არ არსებობს მსოფლიოში ისეთი პრეცედენტი, სადაც კანონში პირდაპირ, ცივილიზებულ სამყაროს ვგულისხმობ, ბატონი რომანი მიუთითებდა რაღაც ქვეყნებს, იმათ კანონმდებლობას არც ვიცნობ, არ არსებობს პრეცედენტი, სადაც მითითებულია მტრული, მოყვრული, მეგობარი, მეზობელი, ნათესავი სახელმწიფოები. ასეთი არ არსებობს უბრალოდ და ვინც კი ამას იტყვის, ყველა იტყუება.

საფრანგეთის შემთხვევაში, ეწერა დაზვერვის ანგარიშში, მათ შორის, რუსეთიც, ჩინეთიც, აშშ-ც, რომელთან დაკავშირებითაც ეწერა, რომ ეკონომიკურ საკითხებში ერევა, ძირს უთხრის ეკონომიკას საფრანგეთისას ასეთი საკითხები. ე. ი თქვენი ლოგიკით, თურმე საფრანგეთს, კანონი რომ მიიღო ახლა ქვედა პალატამ, მტრულ სახელმწიფოებად დაუსახელებია რუსეთი, ჩინეთი და მათთან ერთად აშშ. მინდა არ ვისაუბრო ხისტად, მაგრამ ასეთი ტყუილი არ უნდა იკადროთ, როცა მარტო საუბრობთ რუსეთზე და ჩინეთზე და ამ შემთხვევაში ამერიკაზე, რომელიც ახსენეს ფრანგებმა. სინამდვილეში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მტრულ სახელმწიფოებზე ლაპარაკობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობარი სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეებზეც ლაპარაკობდნენ და არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არც „ფარა“ მათ შორის, და არგუმენტებად რომ ამბობთ ხოლმე 1938 წელს მიიღეს ფაშისტების წინააღმდეგო, ფაშისტების წინააღმდეგ კი მიიღეს, მაგრამ დღესაც მოქმედებს ის „ფარას“ კანონი დიდი წარმატებით და ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან პირდაპირი თარგმანი რომ გააკეთა „ხალხის ძალამ“, იმასაც რუსული კანონი დაუძახეთ და გასაგებია ეს ყველაფერი. დღესაც მოქმედებს. ე.ი. მისი მოქმედების არეალი დღესაც ვრცელდება და დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელი გამოწვევაც თურმე აღმოფხვრილი არ არის, თორემ მაშინ გააუქმებდნენ კანონს მარტო ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მისი მიზნობრიობა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი: სამართლებრივ ჭრილში მსჯელობას ჩვენ მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე
სალომე ზურაბიშვილი - მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, ეს აქციები არის მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში
დავით მათიკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ არა სანქცირების და ურთიერთობების გაუარესების კუთხით, არამედ დაახლოების კუთხით იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს გამოყენებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში
დავით მათიკაშვილი: ის რომ პრეზიდენტს ფეხქვეშ აქვს ფაქტობრივად გათელილი, როგორც ქვეყნის, ასევე კონსტიტუციის ინტერესები, ცალსახაა
თეთრი სახლის პრესმდივანი - შევხედავთ, რას გააკეთებს საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ის თუ მიიღებს ამ კანონმდებლობას, გვაიძულებს, გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან
არქივი