ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს დაატოვებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 29 აპრილი 2024, 12:15

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს დაატოვებინა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

კომიტეტიდან გაძევებამდე ოხანაშვილმა ჩარკვიანს გაფრთხილება მისცა, რომ არ ესაუბრა მიკროფონის გარეშე, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეს მოწოდება არ გაითვალისწინა.

კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება.

სხდომიდან ასევე გაძევებულები არიან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი და პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კახა კალაძე: ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ
ირაკლი ზარქუა: გააპროტესტეთ, კი ბატონო, მაგრამ მშვიდობიანად და იმ უკანონო დაკვეთებს, რასაც ეს უსამშობლოები გაძლევენ, ნუ აჰყვებით
„დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ. ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, ანალოგიურია იმ პროცესების, რაც უკრაინაში 2014 წელს ხდებოდა
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
არქივი