აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, პარლამენტთან დამონტაჟებულ სცენაზე რამდენი გამომსველი შეუშვან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 28 აპრილი 2024, 23:00

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ორგანიზატორებმა ითხოვეს, რამდენიმე დროშიანი მომიტინგე საქართველოს პარლამენტთან, "ქართული ოცნების" მიერ დამონტაჟებულ სცენაზე აუშვან.

ამ მომენტში აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. პოლიციელები აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევენ.

“ჩვენ მოწესრიგებულად, ორგანიზებულად მოვდივართ, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა საქართველოს დროშებით და დევიზით - „კი ევროპას“ სცენაზე. ეს არის ჩვენი ხალხის მოთხოვნა", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

“შეგვიშვით”, “შეგვიშვით” სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ინფორმაციისთვის, პარლამენტთან სცენა "ქართული ოცნების" ორგანიზებით, 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით არის დამონტაჟებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი კანონი არა მხოლოდ არ შეესაბამება მათ მისწრაფებებს, არამედ შეესაბამება რეპრესიულ კანონმდებლობას
ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ააგრძელოს
ედიშერ გვენეტაძე "გამჭვირვალობის კანონზე": პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს და რაც მთავარია კანონი უნდა აღსრულდეს - საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები
იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ხვალ, 10:00 საათზე შეკრებას გეგმავენ
არქივი