შსს - მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ დააზიანონ პარლამენტთან მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 28 აპრილი 2024, 22:58

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ შსს-ში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი: სამართლებრივ ჭრილში მსჯელობას ჩვენ მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე
სალომე ზურაბიშვილი - მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, ეს აქციები არის მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში
დავით მათიკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ არა სანქცირების და ურთიერთობების გაუარესების კუთხით, არამედ დაახლოების კუთხით იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს გამოყენებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში
დავით მათიკაშვილი: ის რომ პრეზიდენტს ფეხქვეშ აქვს ფაქტობრივად გათელილი, როგორც ქვეყნის, ასევე კონსტიტუციის ინტერესები, ცალსახაა
თეთრი სახლის პრესმდივანი - შევხედავთ, რას გააკეთებს საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ის თუ მიიღებს ამ კანონმდებლობას, გვაიძულებს, გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან
არქივი