დეკანოზი ილია კარკაძე - ის, რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე ცეკვავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 28 აპრილი 2024, 21:51
ისტორიას შეხედეთ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევანი?  მათთვის საქართველო იყო ოჯახი. იქ მოწინააღმდეგე გარე მტერი ჩანდა ყოველთვის. აქ რა ხდება? გარე მტერი მრავალპარტიულობას იყენებს, ამიტომ, ის რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე კიდევაც ცეკვავს - განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ საკვირაო ქადაგებაზე. 

მისი თქმით, ეს კანონები აუცილებელია მისაღებად, რათა ფარდა აეხადოს იმ პროცესებს, რასაც მარიონეტიზმი ჰქვია.

მისივე თქმით, ისტორიამ გვაჩვენა, რომ ერთადერთ თავისუფლებას მხოლოდ ღვთისა და მამულის სიყვარული განიჭებს.

„ისტორიას შეხედეთ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, თამარი? ქეთევანი? რომელი ერთი გინდა, მათთვის საქართველო იყო ოჯახი. იქ მოწინააღმდეგე გარე მტერი ჩანდა ყოველთვის. აქანა რა ხდება? გარე მტერი მრავალპარტიულობას იყენებს, ამიტომ, ის რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე კიდევაც ცეკვავს. ეს კანონები აუცილებელია მისაღებად იმიტომ, რომ ფარდა უნდა აეხადოს იმ პროცესებს, რასაც მარიონეტიზმი ჰქვია. შენ უნდა გესმოდეს, რომ ერთადერთ თავისუფლებას მხოლოდ ღვთისა და მამულის სიყვარული განიჭებს, სხვა არაფერი არ განიჭებს, ისტორიამ ეს გვაჩვენა. ევროპას თავისი იდეოლოგია გააჩნია, ამერიკას თავისი, ერთი მაპატიოს  გარყვნა გაუბედურებით მოდის და დემოკრატიით, მაგრამ ფოჩებიან კამფეტებს, ფულებს და დაფინანსებებს აძლევენ, რათა ეს პატარა ორგანიზაციები, არასამთავრობოები, მათი მისიონერები და მქადაგებლები იყვნენ აქ“ - განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ააგრძელოს
ედიშერ გვენეტაძე "გამჭვირვალობის კანონზე": პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს და რაც მთავარია კანონი უნდა აღსრულდეს - საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები
იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ხვალ, 10:00 საათზე შეკრებას გეგმავენ
ირაკლი კობახიძე: ამ ქვეყანაში ადამიანები 3 000 წელია თავს წირავენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის; ვისაც აზრად მოსდის სანქციებით შანტაჟი, ასეთი ადამიანი უბრალოდ არ იცნობს ქართველი კაცის ბუნებას
არქივი