გურამ მაჭარაშვილი: 29 აპრილს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, ირჩევს სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 28 აპრილი 2024, 17:10
რადგან 29 აპრილს უკვე დაანონსებული გვაქვს აქცია, ბუნებრივად, სხვა აქცია რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონიერად ვეღარ ჩატარდება.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, 29 აპრილს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, ირჩევს სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად.

„მეორე დღიდან, დარწმუნებული ვარ, ყველას გაუქრება სურვილი, რომ რაიმე ტიპის სხვა აქცია ჩაატაროს, როდესაც დაინახავენ, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, ირჩევს სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად.“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. 

დეპუტატის თქმით, რეზოლუციის მიღებით, სენატორებისა თუ ევროპარლამენტარების გამოსვლით, უკვე ცხადი გახდა, რომ ენჯეო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია უცხოური შავი ფულით იკვებება.

 „დღეს, 21-ე საუკუნეში, არ შეიძლება, რომ ვინმეს გამჭვირვალობის ეშინოდეს. ე.ი. რაღაც მართლა დასამალი აქვს. ამიტომ, ნებისმიერი აქცია, რომელიც კანონპროექტის წინააღმდეგ იქნება, აუცილებლად მიილევა. 

რეზოლუციის მიღებით, სენატორებისა თუ ევროპარლამენტარების გამოსვლით, უკვე ცხადად დავინახეთ, რომ ენჯეო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია უცხოური შავი ფულით იკვებება. ამიტომაც აჟღერებენ იმ შეტყობინებებს, რასაც მათი პატრონები ავალებენ.“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება
ნინო წილოსანი: სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე მოკლა შანსი კანონპროექტის შეცვლის, რომ ვეტოს გამოგზავნის პირობებში, გარკვეულწილად, გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოფილიყო, როგორც ისინი ითხოვდნენ
საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არ ვიცი, აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა, უბრალოდ, ჩაისვარეს
არქივი