საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 28 აპრილი 2024, 10:21

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილოებას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება.

„გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღბს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში, ასევე დაესწრება ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების 20 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიას.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებებთან, აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან; ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავლი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი მ.წ. ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა). საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაიმართება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი რჩება - საავტომობილო გზა გადაკეტილია
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ხვალ პარლამენტთან ღამის თევით განახლდება, რათა დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ
მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ეს კანონი ამ ქვეყანას სჭირდება
მამუკა მდინარაძე: არ გეგონოთ, რომ ასე მარტივად ჩვენ რაღაცას ვთმობთ და ვინმემ არ იფიქროს, რომ კომპრომისზე მივდივართ. პირადი მიმოწერა რომ გაჩვენოთ, რამდენი ათასი ადამიანი მწერს, უკან არ დაიხიოთო, ვერ წარმოიდგენთ
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები, ოდნავ რაციონალური, საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც
არქივი