ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 27 აპრილი 2024, 20:47

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო. ტურნირის ფინალურ ბლოკში ცოტა ხნით ადრე ლაშა ბექაური (90 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა – მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ფატიევი იპონით დაამაცხა.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს ვიხილავთ – გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეჯიბრის ფინალში იჭიდავებს, სადაც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ინალ ტასოევს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ასპარეზობები კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია დარჩიაშვილი: გოჩა ჯავახიშვილმა განცხადება უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა, მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, უწყებას და თითოეულ ღირსეულ დიპლომატს
ირაკლი კობახიძე: აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები
ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო
for.ge ახალ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს - მაგისთვის ვაგროვებ მაგ ადამიანებს, ვინც, რავი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ადამიანის მოკვლაზე, იმ ათიათას კაცს 100 ათასი კაცი დაემატება, ეს უკვე რევოლუციაა
დიმიტრი ხუნდაძე: კოლექტიურ ნაცმოძრაობას არჩევნებში კარგი შედეგის მოლოდინი არ აქვს და ამიტომ სურთ არჩევნებამდე ძალადობრივი მეთოდით შეცვალონ ხელისუფლება
არქივი