შალვა პაპუაშვილი NGO-ებისა და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე: უკვე ხილული გახდა, რომ ეს არის ერთი ორგანიზმი, რომელსაც დამფინანსებელიც ერთი ჰყავს, მფარველიც, შემგულიანებელიც და გეგმების დამსახველიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 27 აპრილი 2024, 13:45

დღეს უკვე ხილული გახდა, რომ ეს არის ერთი ორგანიზმი, რომელსაც დამფინანსებელიც ერთი ჰყავს, მფარველიც, შემგულიანებელიც და გეგმების დამსახველიც. ეს არის ანტიქართული მოძრაობა, რომელიც გაფორმდა „ენჯეოების“ ჯგუფისა და ოპოზიციის სახით, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც 28 აპრილს არასამთავრობოებისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილ მარშს ეხებოდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ენჯეოების“ და ოპოზიციის ამ ჯგუფს, ეს უკვე გაფორმებული სიმბიოზია, რაც, აქამდე ცდილობდნენ, რომ ფარული ყოფილიყო. დღეს უკვე ხილული გახდა, რომ ეს არის ერთი ორგანიზმი, რომელსაც დამფინანსებელიც ერთი ჰყავს, მფარველიც, შემგულიანებელიც და გეგმების დამსახველიც. ეს არის ანტიქართული მოძრაობა, რომელიც გაფორმდა „ენჯეოების“ ჯგუფისა და ოპოზიციის სახით. კარგია, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ეს ანტიქართული მოძრაობა და უკვე ყველასთვის გახდა ნათელი, თუ რასთან გვაქვს საქმე - ეს ერთი პატარა დაჯგუფება საბოლოო ჯამში გაფორმდება როგორც ანტიქართული მოძრაობა და ასე დაინახავს მას ქართველი ხალხი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი