შალვა პაპუაშვილი სენატორების წერილზე: ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა კონგრესისათვის, ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 27 აპრილი 2024, 13:40

ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა, კონგრესისათვის, ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნეს და სადაც საუბარია იმაზე, რომ თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებულნი გახდებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები.

„ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. გამჭვირვალობა, ეს არის განმსაზღვრელი პრინციპი, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ეს არის მთავარი პრინციპი. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გადამწყვეტი არის ის, რომ გვქონდეს გამჭვირვალობა ამ სფეროში. გასაკვირია, რომ ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა, კონგრესისათვის, ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში. რამდენჯერმე დამპირდნენ, რომ იქნებოდა გასაჯაროებული, და არც ერთხელ ეს სიტყვა არ შესრულდა. დღემდე არის დაფარული, რაში იხარჯება ეს ფული და შემთხვევით შემდეგ ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტის, ამერიკის მოქალაქეების ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების, რადიკალური ჯგუფების, დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც არ არის კარგი რა თქმა უნდა ქართული საზოგადოებისთვის და საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში. ამიტომ ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა, უფრო მარტივი საკითხი იქნებოდა გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობიდსნ გადადგა
გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს
ევროკავშირის ელჩმა მოქალაქეებს ქართულად მიმართა - საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია - წინ საქართველო, წინ!
ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი“ ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
არქივი