შალვა პაპუაშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე: სხვანაირად ვერც იქნებოდა, ქართული ეკლესია ყოველთვის დგას ქართველ ხალხთან, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან და სტაბილურ განვითარებასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 27 აპრილი 2024, 13:26
სხვანაირად ვერც იქნებოდა: ქართული ეკლესია ყოველთვის დგას ქართველ ხალხთან, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან და სტაბილურ განვითარებასთან. ეს არის ყოველთვის ის სიმბიოზი ერისა და ბერისა, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ამ განცხადების ფონზე ჩვენ ვნახეთ ოპოზიციაში და NGO-სექტორში ნიღბის სრული ჩამოხსნა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სასარგებლო პროცესია, იმიტომ რომ არის აბსოლუტური ლუსტრაცია იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს შემთხვევაში - ეს არის ქართველი ხალხის და ქართული ეკლესიის მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც ზუსტად ახლა ლუსტრაციის პროცესი გაიარეს, ჩამოიხსნეს ნიღაბი მტრული რიტორიკით იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც არის ქართული იდენტობის ნაწილი.

„ამიტომაც უნდათ, რომ შეცვალონ ამ ტრიადაში სარწმუნოება და ჩაანაცვლონ ფასეულობები. სინამდვილეში, ეს არის ფასეულობების არმქონე ოპოზიცია და ზოგიერთი NGO, რომლებიც ცდილობენ ნამდვილი ქართული ღირებულებების ჩანაცვლებას გამოგონილი ფიქტიური ღირებულებებით. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ 29-ში ყველამ დაინახოს, სად დგას ერი და ბერი, რა არის საქართველო, რა არის ჩვენი რწმენა ენისა, მამულისა და სარწმუნოებისა. ეს იქნება დღე, როდესაც გამოჩნდება, სად არის ქართველი ხალხი და სად ოპოზიცია და NGO-ების ერთი ჯგუფი, რომლებიც ემსახურებიან არა ქართველ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ქართველი ხალხი აქციებს ყოველთვის მართავდა ხოლმე დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნით - დღეს კი აქცია იმართება დამოკიდებულების მოთხოვნით
პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე სავარაუდოდ, დააკავეს
სამართალდამცველებმა ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული დალუქული ნივთები გამოიტანეს
საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობიდსნ გადადგა
გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის
არქივი