გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 27 აპრილი 2024, 13:16

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით ბზის მოჭრაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს.

კონტროლის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა და დაამზადა ბზის 203 ერთეული ტოტი. უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა. შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში კი, მოქალაქე ავტოსატრანსპორტო საშუალებით უკანონოდ მოპოვებული ბზის 1300 ერთეული ტოტის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

„ვინაიდან ბზის მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტების აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია, ბზის მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან ტოტების დაზიანებაზე საჯარიმო სანქციები გაზრდილია. იმ შემთხვევაში კი, თუკი ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, ვინც გულწრფელად არიან გამოსულები აქციაზე, ხომ აქვთ გონება და აზრი - შეადარონ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარსული და ის, თუ რა დევს საპირწონედ
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ეს ნაძირალები შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან
მეთიუ მილერი - წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ
არქივი