New York Post: აშშ-ის უნივერსიტეტებში ანტისემიტური საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ჯორჯ სოროსის ოჯახი აფინანსებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 27 აპრილი 2024, 11:04
ჰარვარდის, იელის, ბერკლის, ოჰაიოს და სხვა უნივერსიტეტებში ანტისემიტური საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ჯორჯ სოროსის ოჯახი აფინანსებს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უნივერსიტეტებში პროტესტების უკან ორგანიზაცია „სტუდენტები პალესტინაში სამართლიანობისთვის“ ფილიალები დგანან, რომლებსაც პირდაპირ და ირიბად სოროსის ფონდის „საქველმოქმედო ორგანიზაციები“, ასევე ძმები როკფელერების ფონდი და ბანკირი ფელის გელმანი აფინანსებენ.

გელმანი და სოროსების ოჯახი ასევე აფინანსებენ ორგანიზაციებს „ებრაული ხმა მშვიდობისთვის“ და „ჩვენს სიცოცხლეში“, რომლებიც ასევე აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში.

აქციების სულ მცირე სამი ორგანიზატორი - მალაკ აფანე (ბერკლი), კრეიგ ბირკჰედ-მორტონი (იელი) და ნიდაა ლაფი (ტეხას-დალასის უნივერსიტეტი) ფინანსდებიან ორგანიზაციიდან „ამერიკული კამპანია პალესტინელთა უფლებებისთვის“. ამ ორგანიზაციის სტიპენდიატები იღებენ 2800-დან 7800 დოლარამდე იმაში, რომ მოაწყონ კამპანიები აშშ-სა და ისრაელს შორის კავშირების გაწყვეტის მოთხოვნით.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვახტანგ მაისაია - ჩემი წამების ფაქტზე არსებობს პატიმრის ჩვენება, რომელსაც დაავალეს ჩემი ლიკვიდაცია, უარის შემდეგ კი მორგში დააბეს, სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე მიიღო სტრასბურგმა გადაწყვეტილება
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
შსს: როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული
ირაკლი ზარქუა - ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩისგან პოზიციის დაფიქსირებას ველოდები, თქვენო აღმატებულებავ, ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა აუგად მოგიხსენიათ
პროკურატურამ ლანჩხუთში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი