კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 24 აპრილი 2024, 22:41

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.

მომიტინგეები მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოვიდნენ და აქციას შეუერთდნენ. ისინი სკანდირებენ - “საქართველო!” “არა რუსულ კანონს!”

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი