მოძრაობა „დაფიონი“ აცხადებს, რომ გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, დღევანდელი აქციის ორგანიზებაში მონაწილებას არ მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 24 აპრილი 2024, 20:54

მოძრაობა „დაფიონი“ აცხადებს, რომ გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, დღევანდელი აქციის ორგანიზებაში მონაწილებას არ მიიღებს.

ამის შესახებ „დაფიონის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„მეგობრებო, ვინაიდან დღეს ჩაინიშნა საპროტესტო აქცია და ამ აქციის ორგანიზებაში ძალიან ბევრი ორგანიზატორია ჩართული, ისეთები, ვისთანაც შეხება და კომუნიკაცია არ გვაქვს, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტეთ, დღეს „დაფიონის“ გუნდმა არ მივიღოთ მონაწილეობა დღევანდელი (24.04.2024) აქციის ორგანიზებაში, თუმცა ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ დღევანდელ ორგანიზატორებს და ყველა პატრიოტ ადამიანს, ვისაც საქართველოს დაცვა სურს.

გვსურს, ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისა და სიმტკიცის შენარჩუნებისკენ. ყველაფერი კარგად იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი