პარლამენტთან კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 24 აპრილი 2024, 20:53

თბილისში, პარლამენტთან  კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. შეკრებილების მოთხოვნები და მიზნები უცვლელია. ისინი კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ეს კანონი საქართველოს ინტერესებს, ევროპულ პერსპექტივას აზიანებს. მათივე თქმით, საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან შეკრებილები ლაზარე გრიგორიადისს ელიან, თუმცა ის ჯერ აქციაზე არ გამოჩენილა.

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი