ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 24 აპრილი 2024, 15:09
ენტონი ბლინკენი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს შანხაისა და პეკინში გამართავს. შანხაიში ამერიკელი დიპლომატი სტუდენტებსა და ბიზნესმენებს შეხვდება, ასევე კალათბურთის თამაშს დაესწრება.

პეკინში კი ბლინკენ მოლაპარაკებებს გამართავს თავის ჩინელ კოლეგასთან და ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან. ამერიკული მედია წერს, რომ სხვადასხვა საკითხზე მსჯელობასთან ერთად ბლინკენი ჩინეთს რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი