პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 24 აპრილი 2024, 15:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში, მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის გახსნით სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი