მამუკა მდინარაძე: ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ უფროსი დაინიშნონ, ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 24 აპრილი 2024, 14:37

სისხლიანი რეჟიმის ავტორის გათავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს, ის არც დოკუმენტი ვარგა დოკუმენტად, არც ნათქვამი ვარგა განცხადებად და არც მორალი ვარგა არაფრად, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მოწოდებებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც საუბარია სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არ ვარგა დოკუმენტი იქნება, განცხადება თუ ნებისმიერი სახის, ვერბალური თუ ოფიციალური რაიმე კომუნიკაცია.

„ეს ქართველმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა და ჩვენ ერთ რამეს ვლამობთ და მივაღწევთ - საქართველო ყოველთვის მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. თუკი ვინმე მოინდომებს იყოს უფროსი, ეს ასე არ მოხდება.

ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ უფროსი დაინიშნონ, ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ! ჩვენ ვიქნებით მეგობრები, ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს. დანარჩენზე, ყველაფერზე მივყვებით. ფიზიკური და იდენტური განადგურების, სულიერი განადგურების საფრთხეს ნურავინ დაგვიდებს დღის წესრიგად და ნუ ამოგვიღებს, მაგალითად, იმ ტრიადიდან, რომელიც დიდმა ილიამ თქვა, სარწმუნოებას და ნუ ჩაგვინაცვლებს ნურავის ხელით. დანარჩენზე, ყველაფერზე მივყვებით, ფიზიკურად, ომს ნუ მოგვიწოდებს, როგორც ეს ხდებოდა წლების წინ, 2-3 წლის წინ და სარწმუნოებას ილიას ტრიადიდან ნუ ამოგვიღებს. დანარჩენზე, ყველაფერზე მივყვებით, ვითვალისწინებთ მაგ პათოსს და გვინდა მეგობრობა და ვიღაცებს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, უნდათ უფროსი დაინიშნონ და არ არის ასე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინაში აშშ-ის ელჩი: აშშ-ის მიზანია უკრაინას დაეხმაროს თავის დაცვაში, თუმცა შესაძლებელს არ ხდის და არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმებს
პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა თავის პარტნიორებთან და მათ შორის აშშ-თან თანამშრომლობით
The American Conservative: საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია
არქივი