მამუკა მდინარაძე: 29 აპრილს არის ჩვენი ორგანიზებული საყოველთაო სახალხო შეკრება. იმ დროს სხვა აქცია ვერ ჩატარდება - თავზე ხელის აღებას არავის ვურჩევ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 24 აპრილი 2024, 13:43
29 აპრილს არის ჩვენი ორგანიზებული და ჩვენი მოწოდებით ჩანიშნული დიდი, საყოველთაო სახალხო შეკრება. იმ დღეს, იმ დროს სხვა აქცია ვერ ჩატარდება, აქედან გამომდინარე, არანაირი პროვოკაცია არ არის მოსალოდნელი თუ ვიღაცა თავზე ხელს არ აიღებს და თავზე ხელის აღებას არავის ვურჩევ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე მედიასთან განაცხადა.

„29 აპრილს არის საყოველთაო შეკრება, მოვა ძალიან ბევრი ადამიანი. იმ დღეს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რომელიც რაიმე მცირე ინციდენტსაც კი შეიძლება დაუკავშირდეს, შეიძლება იყოს მხოლოდ იმ კონტექსტიდან გამოწვეული, რომელიც პროვოკაციის დაგეგმვის გამო შეიძლება მოხდეს. თუ ვინმე ამბობს, რომ იმ დღეს სხვა აქცია იქნება, ის იქნება პროვოკატორი და ამ პროვოკაციას არც სახელმწიფო და არც ხალხი დაუშვებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი