მამუკა მდინარაძე: პირდაპირ გეუბნებით, რომ წარმოუდგენელია კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს ევროსტრუქტურამ. სამშობლოსთვის ხალხი კვდებოდა, რა სანქციით უნდა შეგვაშინონ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 24 აპრილი 2024, 13:26
სანქციები კი არა, სამშობლოსა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას. რა სანქციით უნდა შეგვაშინონ? - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისთვის სანქციების დაწესების ინიციატივას, რომელიც ევროპარლამენტში გაჟღერდა.

„პირდაპირ გეუბნებით წინასწარ, რომ წარმოუდგენელია კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს ევროსტრუქტურამ. მარაზმია, მათ შორის. ქვეყნის გარედან სანქციების თქმაც კი მარაზმულია, არათუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. წინასწარ გეუბნებით, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ ევროპარლამენტში გამართული დებატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამდე დავიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე ევროდეპუტატებმა, მმართველი გუნდისა და სამართალდამცველების მიმართ სანქციები და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი