შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტარები მართავენ EED-ს, ეს კანონპროექტი მათაც ეხება, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავად არ იყვნენ გამჭვირვალენი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 24 აპრილი 2024, 11:04

ევროპარლამენტარები მართავენ EED-ს, ეს კანონპროექტი მათაც ეხება, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავად არ იყვნენ გამჭვირვალენი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ (EED) მმართველობაში, რომლის ფულის ხარჯვაც იატაკქვეშ ხდება, არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც გუშინდელ დებატებზე გამომსვლელებს შორის იყვნენ.

„რაც შეეხება თვითონ შინაარსს, გუშინ, გამომსვლელებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც თავად არიან მონაწილე საქართველოში ფარული დაფინანსებისა პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების. ეს არის იატაკქვეშა ფულის ხარჯვა, რაც ხდება საქართველოში „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ. ევროპარლამენარები მართავენ „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, მათ შორის გამომსვლელებიც იყვნენ, ქალბატონი ანა ფოტიგა, ბატონი მიხაილ გალერი, რომლებიც არიან მმართველ საბჭოში, ასე რომ, ეს კანონპროექტი მათაც ეხებათ, მათ გამჭვირვალობას. პარადოქსია ხომ, ინტერესთა კონფლიქტია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავად არ იყვნენ გამჭვირვალენი და დაფარულად დახარჯონ ფული, როგორც ხარჯავენ ახლა. შეგახსენებთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მმართველობით საქართველოში ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე, მაგალითად, „დროაზე“, რადიკალურ ჯგუფებზე „სირხვილიაზე“, ასევე, იხარჯება მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებაზე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონის არარსებობის პირობებში ასეთი ფინანსების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

„ასეთ ინფორმაციას შემთხვევით ვიგებთ-ხოლმე. მაგალითად, ქალბატონი ელენე ხოშტარიას ფეისბუკ პოსტიდან გავიგეთ შემთხვევით, რომ თურმე „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს „ენჯეო“ „დროას“, რომელიც არის პარტია „დროას“ ასლი და ამით არაპირდაპირ მიდიოდა პარტიის დაფინანსება. ეს არის კანონის გვერდის ავლა, ჩარევა პოლიტიკაში და რადიკალების დაფინანსება. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების ამ ჯგუფს უნდა, რომ დარჩეს ჩრდილში. ეს ორგანიზაცია ხარჯავს ფულს უჩუმრად, იატაკქვეშ, ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. როდესაც ვსაუბრობთ შავ ფულზე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულზე. ვგულისხმობთ შავ ფულს, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება იმისთვის, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ხუციშვილი - მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ შეძლოს გამოწვევისთვის თვალის გასწორება - ნათელი მომავლისკენ ხიდის ასაგებად განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან თანამშრომლობა გვჭირდება
კახა კალაძე - ხვიჩა კვარაცხელია იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად - მისი განცხადება მკაფიოა, ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! - არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
ნათია თურნავა სსფ-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია
არქივი