ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტის დებატებზე: თავადაც რომ იღებენ მსგავს კანონებს და ამ ფონზე მოიცალეს საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე სამსჯელოდ, გასაგებია, რომ ისინი ასრულებენ გარე აქტორების დაკვეთას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 24 აპრილი 2024, 11:00
„ეს არის ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროდირექტივა და ამ პირობებში, როდესაც მოიცალეს საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე სამსჯელოდ, ეს ცოტა არ იყოს, არაბუნებრივად ჩანს,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. დეპუტატის თქმით, განხილვების გამართვა ამ საკითხზე, როცა ევროპულ ქვეყნებში განიხილავენ ანალოგიურ კანონპროექტებს, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ასრულებენ გარე ძალების მითითებებს.
„ევროპარლამენტში იმართება დებატები საქართველოში ქართულ კანონმდებლობაში გამჭვირვალობის შესახებ, რაც ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენება, იქიდან გამომდინარე, რომ თავადაც იღებენ მსგავს კანონპროექტებს, რომლებიც გაცილებით უფრო მკაცრია. ეს არის ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროდირექტივა და ამ პირობებში, როდესაც მოიცალეს საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე სამსჯელოდ, ცოტა არ იყოს, არაბუნებრივად ჩანს, თუმცა გასაგებია, რომ ისინი ასრულებენ გარე აქტორების დაკვეთას, და ჩვენ გვახსოვს ევროპარლამენტის არაერთი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც იყო გაჯერებული დეზინფორმაციით,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა თავის პარტნიორებთან და მათ შორის აშშ-თან თანამშრომლობით
The American Conservative: საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
არქივი