შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთ ევროპარლამენტარს როცა ვესაუბრე რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესების რისკებზე, პასუხი იყო - რას ვიზამთ, ყველა ჩვენს საფასურს ვიხდით. ბოდიში, მაგრამ არ ვაპირებთ, საფასური ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 24 აპრილი 2024, 10:55

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მხრიდან გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„წარსულის გაკვეთილი გვეუბნება, რომ ზუსტად იგივე ჯგუფი გვეუბნებოდა, რომ თუ არა სააკაშვილის გათავისუფლება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა. კრიმინალი უნდა ყოფილიყო გარეთ, თუ გვინდოდა კანდიდატის სტატუსი. და ამას ითხოვდა ხალხი. მიტინგებს, აქციებს მაშინაც ატარებდა ოპოზიცია. სააკაშვილი ციხეშია, ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი.

იგივე ჯგუფი დღესაც ითხოვს, რომ დავუწესოთ სანქციები რუსეთს. სხვათა შორის, ზოგიერთთან როცა მქონია საუბარი და ვესაუბრე იმაზე თუ რა რისკებს შეიცავს ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთისთვის - რომ ეს არის რისკი სამხედრო დაპირისპირებაში შესვლისა და ეკონომიკური კოლაფსისა, ამაზე პასუხი ზოგიერთის მხრიდან იყო: „რას ვიზამთ, ყველა ჩვენს საფასურს ვიხდით“. ბოდიში მოგვითხოვია, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ საფასური იყოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ამის საპირწონედ დაყენებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი