შალვა პაპუაშვილი - ვისურვებდი, ლიეტუვის საელჩომ გააკეთოს განმარტება, რატომ ესხმის თავს ლიეტუველი პოლიტიკოსი ქართულ პოლიციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 24 აპრილი 2024, 10:50
ვისურვებდი, ლიეტუვის საელჩომ გააკეთოს განმარტება, რატომ ესხმის თავს ლიეტუველი პოლიტიკოსი ქართულ პოლიციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადება, რომელმაც სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის დასანქცირება მოითხოვა, არის თავდასხმა ქართულ პოლიციაზე.

„ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტარის, რომელიც ამავე დროს არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის კოალაციაში შემავალი პარტიის წარმომადგენელი, თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. პოლიციაზე თავდასხმა გულისხმობს სახელმწიფოზე თავდასხმას და მე ვისურვებდი, რომ ლიეტუვის საელჩომ გააკეთოს განმარტება ამასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე, რატომ ესხმის თავს ლიეტუველი პოლიტიკოსი ქართულ პოლიციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი