ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ბოღმიან დამოკიდებულებას საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის მიმართ, რომელიც პირდაპირ არ იზიარებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, ხალხი ეტყვის უარს 29 აპრილის შეხვედრაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 24 აპრილი 2024, 09:09

ოპოზიციის ბოღმიან დამოკიდებულებას საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის მიმართ, რომელიც პირდაპირ არ იზიარებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, ხალხი ეტყვის უარს 29 აპრილის შეხვედრაზე, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„აქციას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საზოგადოებას აქვს სურვილი თავისი პოზიცია, დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიძინეს - მოსახლეობის ტოტალური ტერორი, დღეს ამას ფსიქოლოგიური ტერორით ანაცვლებენ. ეს ბოღმიანი დამოკიდებულება საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის მიმართ, რომელიც პირდაპირ არ იზიარებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, აშკარად არის გამოტანილი. ამასაც ეტყვის ხალხი უარს 29 აპრილის შეხვედრაზე“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი