ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, ამავდროულად დაცული უნდა იყოს ოჯახი, მოზარდი თაობა ფსევდოლიბერალური ლგბტ პროპაგანდისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 24 აპრილი 2024, 09:06

ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, სოციუმის ინტერესებს, ამავდროულად დაცული უნდა იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახი, მოზარდი თაობა დაცული იყოს ფსევდოლიბერალური ლგბტ პროპაგანდისგან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„აქტიურად მიმდინარეობს განხილვა. ყველა რეგიონული ცენტრი იქნება მოცული საქართველოს მასშტაბით. ვხედავთ, რომ აუდიტორია ძალიან მოტივირებულია, დაინტერესებულია, რადგან ეს საკითხი მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, სოციუმის ინტერესებს, ამავდროულად დაცული უნდა იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახი, მოზარდი თაობა დაცული იყოს ფსევდოლიბერალური ლგბტ პროპაგანდისგან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი