ეკა სეფაშვილი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი მიზანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 24 აპრილი 2024, 09:03
კანონმდებლობის ძირითადი მიზანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ოპოზიციის მხოლოდ მცირე რაოდენობაა კომისიაში წარმოდგენილი, კერძოდ მხოლოდ „ევროპელი სოციალისტები“, რაც იმას მოწმობს, რომ დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი როგორც ჩანს, მომხრეა ლგბტ თემატიკის, პროპაგანდისა. ასე დაავალეს მათმა უცხოელმა პატრონებმა. კანონმდებლობის ძირითადი მიზანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ოზურგეთში გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი