ლევან კობიაშვილი უეფა-ს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 23 აპრილი 2024, 23:30

ქალაქ ნიონში უეფა-ს ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ლევან კობიაშვილი დაესწრო, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც შეხვედრას 22 მაისს დუბლინში გამართავს.

ლევან კობიაშვილი უეფა-ს საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. აღმასრულებელ კომიტეტში არჩევამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

სხდომის შემდეგ კობიაშვილი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო, რომელშიც პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ „მილანი“ 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სფფ-ის ინიციატივის შედეგად, 2024/25 წლების სეზონიდან ახალგაზრდულ ლიგაში უეფა-ს ყველა ასოციაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს შესაბამისი (19-წლამდე) ასაკობრივი ლიგის გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„ქართული ოცნება“ - აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ
მეუფე შიო: მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო
დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ
არქივი