ბორელი: ევროპა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დაეხმაროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 23 აპრილი 2024, 23:12

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დაეხმაროს.


„სამწუხაროდ, ეს არის ომი დაუძლურებაზე. პუტინი გააგრძელებს უკრაინის რაც შეიძლება მეტი ნაწილის დაპყრობას. [ეს ომი] ასე სწრაფად არ დასრულდება. პუტინი შეეცდება გაანადგუროს უკრაინელი ხალხის თავისუფლება და ალბათ უფრო შორს წავა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ მუდმივად რუსი პროპაგანდისტები და ზოგიერთი რუსი ლიდერი“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.


მან აღნიშნა, რომ მომავალი კვირები რთული და ალბათ უფრო საშიში იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც.


ბორელის თქმით, ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ევროპისთვის ეს სტრატეგიული პასუხისმგებლობის საკითხია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი: ერთ-ერთი ცუდი, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნულება დაუკარგა არასამთავრობო სექტორს - ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ უმცირესობას და ძირს უთხრიან სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„ქართული ოცნება“ - აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ
არქივი