ვედანტ პატელი - ჩვენი მოწოდება კვლავაც არის, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს ძალადობრივ სახეს მისცემს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 23 აპრილი 2024, 23:10
ჩვენი მოწოდება კვლავაც არის, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი და რა თქმა უნდა, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს ძალადობრივ სახეს მისცემს, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან.

„ვფიქრობ, ჩვენ ისევ მივდივართ კანონპროექტამდე, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. ჩვენ განვაგრძობთ იმის აღნიშვნას, რომ ამგვარი საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ანადგურებს მედია ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა საკითხებს“, – განაცხადა პატელმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი