„გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა დავით კაჭარავას გზა გადაუკეტეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 23 აპრილი 2024, 23:08

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა, „ხალხის ძალის“ წევრს, დეპუტატ დავით კაჭარავას ავტომობილს მელიქიშვილის გამზირზე გზა გადაუკეტეს, სადაც შეურაცხმყოფელი შეძახილებით უყვიროდნენ.

აქციის მონაწილეებმა დეპუტატის ავტომობილზე დატოვეს შემდეგი ტიპის წარწერები: „რუსი მონა“.

კაჭარავამ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დეპუტატი ქუჩაში საკუთარი მანქანით მოძრაობისას, 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა აქციის შუაგულში და აქციის მონაწილეებმა მისგან კანონთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვეს. დავით კაჭარავა გადმოვიდა მანქანიდან და მიმართა ადგილზე შეკრებილებს.

„ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია. ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი. ევროკავშირში მიგვიღებენ ამაყად, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი წინაპრების პატივისცემით“, - განაცხადა კაჭარავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი