მარკეტა გრეგორევა - საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთის სისტემას, კანდიდატის სტატუსი არ არის მუდმივი მიღწევა და შესაძლებელია, დადგეს ფინანსური შედეგებიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 23 აპრილი 2024, 21:00

საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთის სისტემას. კანდიდატის სტატუსი არ არის მუდმივი მიღწევა და შესაძლებელია, დადგეს ფინანსური შედეგებიც, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა.

გრეგორევას თქმით, საქართველოს მთავრობის მოქმედებები არღვევს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.

„გასულ წელს ბევრმა ჩვენგანმა გამოხატა თავისი პოზიცია „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მთავრობამ დაარღვია დაპირება და ამ კანონის გატანას აპირებს. ამასთან ერთად, ცდილობს, შეზღუდოს ლგბტ+ პირების უფლებები საქართველოში და მშვიდობიანი დემონსტრანტები კვლავაც რეპრესიების წინაშე არიან. ყველაფერი ეს არღვევს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. მინდა, მოგიყვანოთ ერთი შედარება – ერთი ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და თავდასხმის ქვეშაა რუსეთის მხრიდან, აკეთებს ყველაფერს, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირის ღირებულებებს. უკრაინას ვგულისხმობ და ამ ფონზე კიდევ უფრო მტკივნეულია საქართველოს ყურება, რომელიც უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთის სისტემას. კანდიდატის სტატუსი არ არის მუდმივი მიღწევა და შესაძლებელია, დადგეს ფინანსური შედეგებიც. გთხოვთ, ამასთან ერთად ნუ წაართმევთ თქვენს მოქალაქეებს ევროპულ გზასაც“, – განაცხადა მარკეტა გრეგორევამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი