მიხეილ ყაველაშვილი: ნეტა ვინმემ მიბაძოს „ქართუს“ და მსგავსი პრემიები დააწესოს ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მოხარული ვიქნები, ხაზარაძემ მიბაძოს და ტაშს დავუკრავ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 23 აპრილი 2024, 19:21

პირველად ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ნეტა ვინმემ მიბაძოს „ქართუს“ და მსგავსი პრემიები დააწესოს ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მოხარული ვიქნები, ვინც არ უნდა იყოს, ხომ არიან ოპოზიციონერები, ხაზარაძემ მიბაძოს და ტაშს დავუკრავ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, რაც „ქართუმ“ ქართული სპორტისთვის, კერძოდ, რაგბის განვითარებისთვის განახორციელა, მსგავსი პროექტი არცერთ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაციისგან არ ახსენდება.

„მე მსგავსი პროექტი ერთი კონკრეტული ორგანიზაციისგან, საკუთარი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ სპორტში გაღებული ინვესტიცია, უანგარო ქველმოქმედება არცერთ ქვეყანაში და არცერთი ორგანიზაციისგან არ მახსენდება. ეს არის რაგბის განვითარებისთვის, დაახლოებით 200 მილიონზეა საუბარი. ააშენა ეს ბაზები და გადასცა სპორტის ფედერაციას, თქვენი აზრით, მოისყიდა? „ქართუს“ გაკეთებულ საქმეებს თუ მოსყიდვას ეძახით, შეაფასოს საზოგადოებამ. თქვენი ლოგიკით, რაგბის ფედერაცია მოისყიდა? ააღორძინა ეკლესია-მონასტრები, ეკლესია მოისყიდა? უამრავი თეატრი გაარემონტა, მოისყიდა თეატრალური საზოგადოება, რომელიც ახლა აქეთ აკრიტიკებს?“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი