დიმიტრი ხუნდაძე: შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 23 აპრილი 2024, 19:02

დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური პოლიტიკა შავი ფულით ფინანსდება.

„შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანით, გაგრძელებული არჩევნების შედეგების ISFED-ის ხელით გაყალბებით, ასევე შარლ მიშელის ცნობილ დოკუმენტში ჩაწერილი 43%-ანი ბარიერით. ეს ბარიერი აბსოლუტურად გაუგებარი იყო და დოკუმენტში ჩაიწერა ვადამდელი არჩევნების ლეგიტიმაციის რეალიზების იმედით, რადგან ფიქრობდნენ, რომ მმართველი გუნდი ამ ბარიერს ვერ გადალახავდა. სწორედ ამ ბინძური პოლიტიკის უზრუნველყოფა ხდება შავი ფულით.

დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად. ანუ ცდილობენ პროპაგანდით ხელი შეუწყონ მათი რიცხოვნობის გაზრდას. ეს კი ნიშნავს ქართული იდენტობის, ტრადიციების და ღირსების წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა - სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს
რატი იონათამიშვილი: ერთ-ერთი ცუდი, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნულება დაუკარგა არასამთავრობო სექტორს - ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ უმცირესობას და ძირს უთხრიან სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
არქივი