ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონზე: გავა დრო და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ჩვენი მოსახლეობა, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ცრუ და არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენი ოპონენტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 23 აპრილი 2024, 18:34

დარწმუნებული ვარ, გავა დრო და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ჩვენი მოსახლეობა, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ცრუ და არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენი ოპონენტები, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ძალიან საინტერესო და სიმბოლური ფაქტია დღეს: მაშინ როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ დეკლარაციას იღებდნენ ამ უმაღლესი შემადგენლობის [ევროკავშირის სპიკერთა კონფერენციის] ფარგლებში, ევროპარლამენტში ნიკა გვარამია და მისნაირები პოლიტიკური მიზნებით განმსჭვალულ ევროპარლამენტარებთან ერთად აკეთებდნენ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს.

ზუსტად ეს არის ორი განმასხვავებელი ჩვენსა და ჩვენს ოპონენტებს შორის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი თავიანთი საქმიანობის განმავლობაში ერთი დადებითი საქმეც არ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის. დღევანდელი დღეც რაღაცნაირი სიმბოლური იყო. ერთი მხრივ, უმაღლეს დონეზე იღებდნენ საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას და დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, და მეორე მხრივ და ამ ვიწრო პარტიული ინტერესებით განმსჭვალული ადამიანების პატარა ჯგუფი ატარებდა პრესკონფერენციას საქართველოს საზიანოდ.

რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ჩვენ გვქონდა სხვადასხვა ფორმატში არაფორმალური საუბარი. იყო ინტერესი, თუ რა იყო ასეთი სტატიების და საერთაშორისო ნეგატიური პიარკამპანიის საფუძველი. სხვათა შორის, ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა როცა გაიგო, რომ ზუსტად იდენტურ კანონმდებლობაზე და პრინციპებზე იყო საუბარი, რომელიც მათთან მიიღებოდა, გაკვირვებული დარჩა.

საბოლოო ჯამში მათი შეფასებაც ასეთი იყო, რომ გასაგებია, ეს საქართველოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაა და ოპონენტები ცდილობენ, გამოიყენონ ეს მმართველი გუნდის წინააღმდეგ. ნებისმიერი ნეიტრალური ადამიანისთვის ერთი შეხედვითაც თვალნათელია, რომ ეს არის მხოლოდ შიდა დაპირისპირების გაღრმავებისთვის წამოწეული თემა და არაფერი აქვს საერთო არც რუსულთან და არც არაევროპულ პრინციპებთან. დარწმუნებული ვარ, გავა დრო და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ჩვენი მოსახლეობა, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ცრუ და არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენი ოპონენტები“, - აღნიშნა წილოსანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი