გიორგი წერეთელი: ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბისთვის კეთდება საევაკუაციო გვირაბიც - ეს პროექტი მთელი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 23 აპრილი 2024, 18:33

ეს გვირაბი ზოგადად, პარამეტრებით განსაკუთრებულია, ასეთი პროექტი ძალიან ცოტაა მსოფლიოში, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელ 9 კმ-იან გვირაბზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოებისთვის მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის მშენებლობაც, რომელიც ამ ეტაპზე 7 800 მ-ზეა გაჭრილი.

„აღნიშნული 9-კილომეტრიანი გვირაბისთვის სპეციალურად დამზადდა შესაბამისი გამთხრელი მანქანა, რომელიც გათხრით, ბურღვით სამუშაოებს აწარმოებს. ეს გვირაბი ზოგადად პარამეტრებით განსაკუთრებულია, არის 15 მეტრი დიამეტრის, უწყვეტ კლდოვან ქანებში, ასეთი პროექტი ძალიან ცოტაა მსოფლიოში. გვირაბს ასევე უკეთდება საევაკუაციო 9-კილომეტრიანი, 6 მეტრი დიამეტრის გვირაბი. 7800 მეტრი უკვე გაჭრილია, ყოველ ხუთას მეტრში დიდ გვირაბს უკავშირდება. უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე ორი გვირაბი დაკავშირებული იქნება ერთმანეთთან, რომ რაიმე საფრთხის შემთხვევაში საევაკუაციო გვირაბით იყოს შესაძლებელი სარგებლობა. უსაფრთხოების ყველა ნორმა, იმგვარად არის [დაცული] რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ უსაფრთხო 9-კილომეტრიან გვირაბს. აღნიშნულ 23-კილომეტრიან მონაკვეთში ასევე კეთდება დამატებით 4 გვირაბი და 5 უნიკალური ხიდი. ანალოგიური ხიდები საქართველოში არ აშენებულა. ეს პროექტი მთელი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა წერეთელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი