ნინო წილოსანი ევროკავშირის სპიკერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 23 აპრილი 2024, 16:30

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია დასრულდა. კონფერენცია ესპანეთში, ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს ორგანიზებით გაიმართა.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ნინო წილოსანმა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაახლოების შედეგებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებლობას.

კონფერენციაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიესალმება და ევროკავშირის ქვეყნებისთვის სამომავლო სამუშაო პრიორიტეტებს გადმოსცემს.

ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია ყოველწლიური ფორუმია, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერები, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების სპიკერები. სპიკერთა კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტების როლის დაცვას, საერთო სამუშაოს განხორციელების მხარდაჭერას და საპარლამენტთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი